პრემიერი ოპოზიციაზე: გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში

გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, ვინაიდან ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში.

„ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები. ასევე იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით, აანონსებენ, მაღლა ასწევენ მოლოდინებს და შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდამჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითი დღე, სწორედ ამის შედეგია. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდამჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს.

ჯერ მარტო გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მოგებიანია პროცესების ასე განვითარება სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არ არის ეს მოგებიანი, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს.

ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში.

შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779173716

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის...

ნარკოტიკი

1779173291

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62...

მიგრაციის დეპარტამენტი

1779172371

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო ნიშანთვისება აერთიანებთ - ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა, გოიმების ჩამონათვალში კი მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი

ტელეკომპანია რუსთავი -2-ის დებატებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ექსპერტი დავით...

დავით ჩიხელიძე

1779170875

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა. ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც...

შალვა პაპუაშვილი

1779168988

ახალი ამბები

სამხარაძე: საქართველო და ჩინეთი თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სამართალი პრინციპების აღიარება და ამ პრინციპების დაცვა არის მსოფლიოში წესრიგის დამყარების მთავარი ამოსავალი წერტილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე საქართველო ოკუპაციის საკითხი განიხილეს და ტერიტორიული მთლიანობი...

ნიკოლოზ სამხარაძე