დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა
„გირაო სავალდებულოდ გადასახდელია და ეს ყველას ეხება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, მათ შორის ვერც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის.
„გირაოს შეგნებულად თუ არ იხდი და შენ მიმართ სისხლის სამართლებრივი წესი მოქმედებს, ეს ის უეჭველი შედეგია, რასაც დიდი განჭვრეტა არ სჭირდება. ეს მოცემულობა სჭირდებათ. ეს ყველაფერი მიზანს ემსახურება – ნახეთ, როგორ იჩაგრებიან საქართველოში ადამიანები და მათ მიმართ როგორ ხორციელდება ზეწოლაო. ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა. ნიკა მელიას მსგავსი საქმე გახსოვთ, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა და საქართველო გაამართლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
1774358270
ახალი ამბებილეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...
1774358128
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...
1774357815
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...
1774357661
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1774356250
საზოგადოებაგია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუს...



























