ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი

„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

საკრებულოს წევრის თქმით, მისთვის და მთელი საზოგადოებისთვის საოცრად ამაღელვებელი სანახავი იყო იმ დღეების საქართველო, როდესაც ოკეანედ ქცეულმა ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი.

„მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს და ჩვენს ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმ მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და რომელიც გარკვეული ჯგუფისთვის ჯერ კიდევ საქილიკოა.

დღევანდელ უწესრიგო მსოფლიოში კარგად დავინახეთ, რომ ადამიანების სიცოცხლე და გარდაცვალება მხოლოდ სტატისტიკაა. ნამდვილად ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ სულ ახლო წარსულში, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, და ეს საფრთხე ჯერაც არ გამქრალა და რომ არა პარტიის „ქართული ოცნების“ გონივრული პოლიტიკა, დღეს ჩვენ აქ ვერ ვისაუბრებდით ვერც განათლებაზე და ვერც ეკონომიკაზე და დღის წესრიგში მხოლოდ ერთი - ფიზიკური გადარჩენის საკითხი - გვექნებოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გუნდს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ლეილა კოლომიკოვმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774358739

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით

„ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დი...

ლევან მაჭავარიანი

1774358128

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...

თენგიზ შარმანაშვილი

1774357815

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...

 ხვიჩა კვარაცხელია

1774357661

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1774356250

საზოგადოება

გია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა

დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუს...

გია ვოლსკი