მამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული
ამ დღეების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, წმინდა ეკლესიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება, უდიდესი შეგნება და უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი და ეს არის საყოველთაო სახალხო სიყვარული. მადლიერებით ვარ სავსე, ეს არის ქართველი ერის საუკეთესო თვისებების გამოხატულება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.
„ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ღვთის მადლით გათვითცნობიერებულია ეკლესიურ აზროვნებასა და ცნობიერებაში, კარგად იცის რომ ეკლესიისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორია დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამწყსოსი მის მამამთავართან. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელი მსოფლიო ამას თვალს ადევნებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძრა.
1774359933
ახალი ამბებიალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართ...
1774358739
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით
„ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დი...
1774358270
ახალი ამბებილეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...
1774358128
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...
1774357815
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...




























