გია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ.
„ევროპელი ელჩები დაკრძალვის დღეს იყვნენ და სამძიმარიც გამოხატეს. მახინჯი ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა პრორუსულია. ეკლესია კი, რომელიც მას მხარს უჭერს, შერაცხილი იყო პრორუსულ რაღაც სტრუქტურად. ის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს, რაც ვიხილეთ.
ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ განცხადებების არ გაკეთება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუბიოს მხრიდან გავიგეთ, იმის გამოხატულებაა, რომ პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ ეკლესიას და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა.
გარკვეული ტრენდი შექმნეს და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამ გაურკვევლობამ პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და ეცადნენ, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა ამ პოლიტიკური ტრენდით გადაეფარათ.
მათი დუმილი არანაირ მხარდაჭერას და სიმპათიას არ გამოხატავდა, რაც საქართველოს თავს დაატყდა. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ სამძიმარზე მათი ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
1774358270
ახალი ამბებილეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...
1774358128
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...
1774357815
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...
1774357661
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1774354963
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი...




























