თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს - არა?,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს.
„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან „ჯანმრთელობა“ ან „კარგად იყავი“ რომ არ მიაძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონ-ნახევარი ადამიანისთვის, რომლებიც ქუჩაში თვალცრემლიანი იდგნენ და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, პრაგმატული მოსაზრების ან თუნდაც მოსატყუებლად მაინც, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი? სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს – არა? იმ მილიონ-ნახევარს, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო, კიდევ მილიონობით სახლში იყო თვალცრემლიანი და პატრიარქს ტიროდა. სამ მილიონ-ნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. ეს ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს. ამბობდნენ, ჩვენ ხელისუფლება არ მოგვწონს, თორემ ქართველი ხალხის მეგობრები ვართო, და მათ ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით? ქართველ ხალხს რატომ ემუქრებიან, თუ რაიმე უნდათ, პოლიტიკოსებთან, ჩვენთან გაარკვიონ, ჩვენ გვიპასუხონ და ჩვენ დაგვსაჯონ, ამას ავიტანთ. ქართველ ხალხს რომ ატყუებენ, თქვენი მეგობრები ვართო და თან სანქციებით ემუქრებიან, ეს თვალთმქაცობაა და ეს თავად დაადასტურეს, ქართველი ხალხი სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1774358739
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით
„ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დი...
1774358270
ახალი ამბებილეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...
1774357815
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...
1774357661
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1774356250
საზოგადოებაგია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუს...




























