გია ვოლსკი: ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

„ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის, უტიფარი და უწმაწური“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.

„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავიანთი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგათ, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774358270

ახალი ამბები

ლეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი

„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...

ლეილა კოლომიკოვი

1774358128

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას

სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...

თენგიზ შარმანაშვილი

1774357815

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება, ვიცე-კაპიტანი კი – ოთარ კიტეიშვილი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო...

 ხვიჩა კვარაცხელია

1774357661

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7166 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1774356250

საზოგადოება

გია ვოლსკი: სამძიმარზე ელჩების მოსვლამ შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა

დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს, ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუს...

გია ვოლსკი