მიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში

„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა უწყების ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე განცხადებით, სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი დონის ინსტიტუტს რომ წარმოადგენს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ უწყების ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს - ყველას, ვინც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი დონის ინსტიტუტს წარმოადგენს. თითოეული ქართველის სახელით განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს. მინდა პატივი მივაგო მათ ნათელ ხსოვნას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი გაკეთებული საქმეები და [ჩადენილი] გმირობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.
„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში. თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია - დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ, სიმშვიდე და უსაფრთხოება, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ, სწორედ ეს არის თქვენს მიერ პროფესიონალურად შესრულებული საქმის, უდიდესი ერთგულებისა და ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად ჩადენილი გმირობის და თავდადების შედეგი. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი, უსაფრთხო და განვითარებული სახელმწიფო. ამ მიზნის მიღწევა კი თქვენს გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი საქმიანობაც ერთგულებას, ღირსებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს . სწორედ ამ ფასეულობებისადმი თქვენი ერთგულება ქმნის ქვეყნის უსაფრთხო მომავლის მყარ საფუძველს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სიტყვის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა იყვნენ მუდამ ერთიანები, რათა მომავალ თაობებს ძლიერი სახელმწიფო დაუტოვონ. პრეზიდენტმა თითოეულ მათგანს მშვიდობა, სიძლიერე და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს და უწყების სხვა თანამშრომლებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე, კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიების და კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.
1750940426
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...
1750938185
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის
„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...
1750935900
ახალი ამბები28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...
1750934630
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...
1750934131
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“
„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...