საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.

სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების 4 თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების 5 თანამშრომელს.

პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.

„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია - დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750941672

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „მხ...

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

1750940426

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...

მარიამ ქვრივიშვილი

1750938185

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის

„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1750936489

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში

„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლი...

მიხეილ ყაველაშვილი

1750935900

ახალი ამბები

28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...

მოძრაობა