დავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დაბალი ფასი იყოს.
დავით ქართველიშვილს მაგალითად რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს, სადაც საწვავის ფასი რუსულისას თითქმის სამჯერ აღემატება და მათ შორისაა გერმანია, რომელიც ღიად გამოთქვამს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ.
„შეიძლება დაგაინტერესოთ და მიხვდებით, ამერიკის მსგავსად რატომ დაიწყო უკვე დღეს გერმანიამაც ენერგოწუწუნი: ჩვენც გვინდაო რუსული საწვავი. მოდით შევადაროთ მოსკოვის ფასები - ევროპულს, და ბოლოს ჩვენი თბილისური ტკივილიც გავიზიაროთ. მაშ ასე, 2026 წლის 16 ოქტომბერი (ფასები მომყავს პირდაპირ ლარების ექვივალენტში):
მოსკოვი: ბენზინი პრემიუმი (95) - 2,45 ₾; დიზელი - 2,58 ₾პარიზი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,43 ₾; დიზელი - 6,78 ₾ბერლინი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,43 ₾; დიზელი - 6,61 ₾ათენი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,40 ₾; დიზელი - 6,17 ₾ბუდაპეშტი: ბენზინი პრემიუმი (95) - 5,09 ₾; დიზელი - 5,65 ₾კოპენჰაგენი: ბენზინი პრემიუმი (95) - 7,74 ₾; დიზელი - 7,30 ₾თბილისი: ბენზინი პრემიუმი (95) - 4,28 ₾; დიზელი - 4,96 ₾“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1792175614
ახალი ამბებიპუტინი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება
„რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. როგო...
1792171703
ახალი ამბებიგიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული...
1792169866
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...
1792167466
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა დ...
1792165253
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღე...































