ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792179691

ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის...

კულტურის სამინისტრო

1792175614

ახალი ამბები

პუტინი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება

„რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. როგო...

პუტინი პუტინი

1792171703

ახალი ამბები

გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც

19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.   ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული...

გიორგი ცაგარეიშვილი:

1792169866

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...

ირაკლი კობახიძე

1792167466

ახალი ამბები

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა დ...

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი