დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
დღესვე მმართველი გუნდის წევრები შეხვედრას პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავენ. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა პრემიერმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი.
1792175614
ახალი ამბებიპუტინი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება
„რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. როგო...
1792171703
ახალი ამბებიგიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული...
1792169866
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...
1792167466
ახალი ამბებინათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდნენ. შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა დ...
1792165253
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღე...































