შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია გმირობის მაგალითებით არის სავსე.
„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის.
ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობასა და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკით - პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1777535764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...
1777535231
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...
1777535022
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...
1777534880
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და ს...
1777534826
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულ...































