დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია პარტია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.
„14 წელი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან არჩევნებში დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ის ძალები, რომლებმაც მოავლინეს ქვეყანაში „ნაცსექტა“ და 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქციეს. ამ ძალებმა 2014 წლის 24 ივლისს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებისა და უკრაინაში გაქცევის შემდეგ, კიევში „საქართველოს გათავისუფლების შტაბი“ ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შეიმუშავეს: კოაბიტაციის გზით, არჩევნების გზით, კოალიციური მმართველობის გზით, წარუმატებლობის შემთხვევაში - ალტერნატიული პარლამენტის გზით, ტექნიკური გარდამავალი მთავრობის გზით, მაიდანის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გზით, „საბოტაჟნიკების“ უზარმაზარი ქსელის მეშვეობით (რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში იყვნენ დაკონსერვირებული), ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვის გზით, მოქმედი ხელისუფლების წევრების მოსყიდვისა და გახრწნის გზით, მმართველი პარტიის რიგებში ღალატის წახალისების გზით, ქვეყნის დამანგრეველ და სისხლიან ომში ჩათრევის გზით, საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გზით - სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით, საერთაშორისო გლობალისტური და ლიბერალური ძალების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ლობიზმის გზით და, საბოლოოდ - კულუარული „ტროას ცხენის“ დეკონსერვაციისა თუ თავის დროზე პარლამენტში, მთავრობაში, მედიასა და სხვა სფეროებში ჩანერგილი „ნაცსექტის“ უზარმაზარი არმიის რეანიმაციის გზით - ანუ ხავერდოვანი გადატრიალების მიღწევის გზით. მაგრამ ესეც კი არ არის დღემდე მიმდინარე ბრძოლის ელემენტების სრული ჩამონათვალი, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა: 15 წლის განმავლობაში - იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა დღეს მმართველი პარტია, და 14 წლის განმავლობაში - ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბოლომდე მიღწეული არ არის. მიუხედავად ამ დაპირისპირებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცსექტის“ მხრიდან გაღებული ორმხრივი დანაკარგებისა, ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლაში ქვეყნის ძალა მისი საზოგადოების უმრავლესობაშია, მისი ისტორიული მეხსიერების ურყეობაში, ღვთისმშობლის წილხვედრობისადმი ერთგულებაში, დედაეკლესიისადმი, ტრადიციებისადმი, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემასა და საკუთარ რიგებში იმ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობის შენარჩუნებაში, რომლებიც სახარებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, პატიოსნებასა და მადლიერების გრძნობას ეყრდნობიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ცალ-ცალკე თუ ბითუმად გაგვხრწნან, გადაგვიბირონ ან მოგვისყიდონ. მთელი ამ უმძიმესი ბრძოლის პერიოდში, რომელიც ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მის მთავარ ფიგურანტს, ბიძინა ივანიშვილს, არც ერთხელ არ მოუცია საბაბი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა მის თავდადებაში ან იმ პრინციპებისადმი ერთგულებაში, რომელთა გამოც შედგა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი - წმინდა ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღე. ასე რომ - არანაირი სასოწარკვეთილება და ერის მოწინააღმდეგეთა წისქვილის ამუშავებაში მონაწილეობა! იფილტრება „ღვინო“, ნალექს გადაეცემა ტაქტიკური გადაცდომები, რათა სტრატეგიულად გამარჯვებულები გამოვიდეთ და მივირთვათ ღვთაებრივად გაწმენდილი სითხე იბერიის გარდაუვალი გაბრწყინების მოლოდინში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1790844774
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სანდო და ეფექტიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა. მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე დ...
1790844047
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: 1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს
„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივან...
1790843783
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: 1-ელი ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა
„ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1-ელი ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში“, - წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელა...
1790843334
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული დაჯგუფებაა, საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული პარტიული გაერთიანება, დაჯგუფებაა, თავის დროზე ფოტიგები იყვნენ, ახლა კუბილიუსები და რაისა კომუნისტები არიან“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხ...
1790841695
ახალი ამბებიავარია კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში - ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა. შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელშ...































