ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი შეიძლება, თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან გადაიქცეს კავშირად, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ქვეყნების აზრი აღარ ჩაითვლება მნიშვნელოვნად

„ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტოს მექანიზმის დაძლევის მიღების შემდეგ ევროკავშირში უმრავლესობას და ძირითადად დიდ ქვეყნებს აბსოლუტური უფლება ექნებათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირი ნელ-ნელა თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან, შეიძლება, ერთგვარ კავშირად გადაიქცეს, სადაც გადაწყვეტილების მიღების დროს პატარა ქვეყნების ან ერთი ქვეყნის აზრი აღარ ჩაითვალოს მნიშვნელოვნად. პირველი ჩამონათვალი, რასაც შეიძლება, ეს ეხებოდეს, არის გაფართოების, უსაფრთხოების, ფინანსური და საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა ის ძირითადი თემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნისთვის რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ყოფნის დროს, აღარ იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნის ინტერესზეც. უმრავლესობას და ძირითადად დიდ ქვეყნებს აბსოლუტური უფლება ექნებათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების და ახალი წევრები ან მცირე სახელმწიფოები უნდა იყვნენ დიდი ქვეყნების, ან ძველი სახელმწიფოების გადაწყვეტილების ფარვატერში დამდგარი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790761912

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალი...

პროკურატურა

1790761582

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანა წარმოადგენს დროებით აუცილებლობას

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუ...

განათლების სამინისტრო

1790759811

მსოფლიო

მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნ...

უბაი - თელ-ავივის რეის

1790758412

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგ...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1790756772

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის მომავალ წევრს ვეტოს უფლება თუ არ უნდა ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთან, რაც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვთ

„ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონსებენ, ეს ძალიან მძიმეა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი