გიორგი გამსახურდია: 1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს
„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში და მერე უკვე ის ძირძველი ქართული ოცნების გუნდი, რომლებმაც ბიძინასთან ერთად დანის პირზე გაიარეს და შეუძლებელი შეძლეს. რომ არა ბიძინა, მისი პირადი ავტორიტეტი და თავისი შესაძლებლობები, დღესაც მიშა იქნებოდა და თან, თავისი მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმების რეციდივებით“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობისა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ქვეყნის სწორი განვითარების გზაზე დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი განცდით. ასევე, მისი თქმით, ივანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის სუვენერიტეტის განმტკიცებაში, და დღეს საქართველოს ზემოდან ვერავინ უყურებს.
„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში და მერე უკვე ის ძირძველი ქართული ოცნების გუნდი, რომლებმაც ბიძინასთან ერთად დანის პირზე გაიარეს და შეუძლებელი შეძლეს. რომ არა ბიძინა, მისი პირადი ავტორიტეტი და თავისი შესაძლებლობები, დღესაც მიშა იქნებოდა და თან, თავისი მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმების რეციდივებით. რა მოიტანა პირველმა ოქტომბერმა? მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობებისა, გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დააყენა, მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი განცდით.
დანარჩენი, უსაფრთხოება ეკონომიკა და ა.შ ეს ყველაფერი ჩემს მიერ თქმულის ნაყოფია და თანამდევი პროცესი. უდიდესია ასევე ბიძინას წვლილი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში, დღეს როგორც არასდროს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ზევიდან, ვერავინ ვერც უყურებს და ვერც ელაპარაკება. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება, მისი და მისი ავტორიტეტის, ასევე, მისი პოლიტიკური გამჭრიახობის. დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება რომ ვიყოთ ბოლომდე შეკრული და ერთგული იდეალების, რასაც ქართული ოცნების იდეალები ჰქვია.
შევეცადოთ არ ვთქვათ ძვირი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ტიტანური შრომა აქვთ ჩადებული „ქართული ოცნების“ დაარსების პირველი დღეებიდან. მე შემდეგ მოვედი და არასდროს არ დამცდება ჩემ მეგობრებზე და ჩემ თანამებრძოლებზე აუგი,. მე რა მაქვს გაკეთებული კიდევ, ის არც სალაპარაკოა და ვინც და სადაც საჭიროა იციან. გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს“, - წერს გიორგი გამსახურდია.
1790841695
ახალი ამბებიავარია კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში - ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა. შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელშ...
1790841442
ახალი ამბებიახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე — სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ
NBA-ის ახალი სეზონის დაწყების წინ, კალათბურთელებმა მედიასთან საინტერესო კომენტარები გააკეთეს. მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე სანდრო მამუკელაშვი...
1790841007
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: 1-ელი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს
„1-ელი ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვან...
1790839051
მსოფლიოტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორი ლეტალური ინიექციის შემდეგ გადარჩა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს - The Guardian
აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგ გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინ...
1790838504
ახალი ამბებიკახა კალაძე: პირველმა ოქტომბერმა საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს შეცვლილა ერთი რამ – საქართველოს ინტერესების დაცვა
„თბილისი 1-ელი ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ა...































