ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან
„აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის მიერ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისას.
მისი თქმით, აგენტურა და მათი ტელევიზიები ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის ბრალდებების წაყენებას მიეჩვივნენ.
„აგენტურა, მათი ტელევიზიები ძალიან მიეჩვივნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცას აბრალებენ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე და შემდეგ ამ ადამიანმა უნდა იმართლოს თავი. არადა პირიქით არის: როდესაც შენ ადამიანზე რაღაცას ამბობ, მტკიცების ტვირთიც შენს მხარეს უნდა იყოს. ყველა უნდა მიეჩვიოს ამას. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც სურს, ის ილაპარაკოს, თუმცა, როდესაც საქმე ბრალდებას ეხება, მითუმეტეს მძიმე ბრალდებას და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ პროცესში მედიაა ჩართული, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც ამ ყოველივეს დაადასტურებენ. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
1790844774
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სანდო და ეფექტიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა. მისივე თქმით, თბილისში მიმდინარე დ...
1790844047
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: 1-ელი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს
„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივან...
1790843783
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: 1-ელი ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა
„ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1-ელი ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში“, - წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელა...
1790843334
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული დაჯგუფებაა, საკუთარ ქვეყანაში „ნაცების“ დონის რეიტინგიც არ აქვთ, ლუზერების გაერთიანებაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მტრობენ
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში გარკვეული პარტიული გაერთიანება, დაჯგუფებაა, თავის დროზე ფოტიგები იყვნენ, ახლა კუბილიუსები და რაისა კომუნისტები არიან“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხ...
1790841695
ახალი ამბებიავარია კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში - ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა. შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელშ...































