დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, ევრაზიული ლოგისტიკის რუკაზე საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის დესტაბილიზაცია საერთაშორისო სავაჭრო სისტემაზეც აისახება.
„ქართული რადიკალური „ოპოზიციისთვის“ შეიძლება პარადოქსულად ჩანდეს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მკვეთრი ესკალაციის პირობებში და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე ირანული წყაროებიდან ისმის სიგნალები, თითქოს შესაძლო საპასუხო მოქმედებები საქართველოს არ შეეხება. თუმცა, თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და ევრაზიული ლოგისტიკის რუკას შევხედავთ, სურათი უფრო ნათელი ხდება: საქართველო არაა მხოლოდ რიგითი კავკასიური ქვეყანა — ის არის „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი აზიასა და ევროპას შორის, რომლის გავლითაც გადის სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტები, რომლებიც კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და შემდგომ ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს. ამ ტერიტორიის ნებისმიერი დესტაბილიზაცია ავტომატურად აყენებს საფრთხის ქვეშ საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების მთელ სისტემას. სწორედ აქ გამოდის პირველ პლანზე ჩინეთის ფაქტორი და მისი გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტი — Belt and Road Initiative.
პეკინი ქმნის ევროპასთან დაკავშირების რამდენიმე ალტერნატიულ გზას, ხოლო ე.წ. „შუა დერეფანი“ (ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი) ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება. ამ ჯაჭვში საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი კარიბჭეა შავი ზღვის მიმართულებით. ამ წერტილის დესტაბილიზაცია ნიშნავს დარტყმას ჩინეთის ინტერესებზე, რომელიც დღეს ირანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.
სწორედ ამიტომ თეირანის სტრატეგიულ ლოგიკაში ჩნდება არაფორმალური პრინციპი — არ დაირღვეს ის ინფრასტრუქტურული მარშრუტები, რომლებიც პეკინისთვის მნიშვნელოვანია. 2021 წელს ჩინეთსა და ირანს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამ ქვეყნების ინტერესები ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ლოგისტიკის სფეროში კიდევ უფრო გადაიკვეთა. კავკასიის სატრანზიტო სტაბილურობის დარღვევა ირიბად ნიშნავს დარტყმას ჩინეთის პროექტებზე და, შესაბამისად, ირანის მთავარი ეკონომიკური პარტნიორის ინტერესებზე.
შედეგად ყალიბდება იშვიათი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია: საქართველოს სტაბილურობა ობიექტურად ხელს აძლევს ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო ძალას — ჩინეთიდან დასავლეთამდე. პეკინისთვის ეს არის უსაფრთხო სავაჭრო დერეფანი, ვაშინგტონისთვის — ენერგეტიკული და სატრანსპორტო ალტერნატიული გზა, ხოლო ირანისთვის — მისი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის ინფრასტრუქტურული ეკოსისტემის ნაწილი. სწორედ ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ქარიშხლების ფონზე საქართველო შესაძლოა დარჩეს ერთგვარ „სტრატეგიული ხელშეუხებლობის ზონად“. სწორედ ეს გარემოება აგიჟებს ერთ პოლიტიკურ საგიჟეთში გაერთიანებულ ქართულ „ოპოზიციის ალიანსს,“ — წერს დავით ქართველიშვილი.
1772733396
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რე...
1772733308
მსოფლიოუნგრეთის მთავრობა: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ღია საფრთხედ მივიჩნევთ
უნგრეთის მთავრობა ღია საფრთხედ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, - აცხადებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი. როგორც კოვაჩმა აღნიშნა, ზელენსკის მუქარა და შანტა...
1772732257
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში თავად უნდა მონაწილეობდეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში ის თავად უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შვი...
1772728893
მსოფლიოაზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - მედია
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული იქნება“, - აღნიშნულია ინ...
1772727669
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
„ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტო...































