ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
„ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
„დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. მე ვარ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წარმოვადგენ მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“.
ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის სუვერენიტეტსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ.
სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარედ ამირჩიეს, რაც ექვსი წლის წინ მოხდა, ჩვენ არაერთხელ გავხდით მემარცხენე რადიკალური ჯგუფების თავდასხმის ობიექტები როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მხარდაჭერით. ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; ვგულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსდებიან აშშ-დან და ევროპიდან, და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე.
წინა პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათი შვილები განიცდიან შევიწროებას მათი შეხედულებების გამო. ჩვენ გვყავს საქართველოს დელეგაციაში ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა თავდასხმის მსხვერპლი თავის შვილებთან ერთად, როდესაც მას მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო დაესხნენ თავს. ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ და, სამწუხაროდ, საქართველოში ეს პირადად გამოვცადეთ.
რატომ ვარ აქ? ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები - ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები - არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1772722870
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, - ამის შესახებ საქართვე...
1772718908
ახალი ამბებისაგარეო უწყება: საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე“, - ამის შესახებ...
1772718741
მსოფლიოაზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება არანაირად არ არის მისაღები
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის განცხადება მიუღებელია. „ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძა...
1772718195
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა, ნახიჩევანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხ...
1772717765
ახალი ამბებიშსს: თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, - ა...






























