ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.
წილოსანს ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მსგავსი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ.
„თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს…
ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვიოს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მსგავსი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!“, - წერს წილოსანი Facebook-ზე.
1772715654
მსოფლიოილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...
1772715479
ახალი ამბებიილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...
1772714445
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...
1772712704
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლ...
1772712355
მსოფლიოკაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა. თუმცა...






























