თენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტი ირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.
შარმანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.
„რას გვთავაზობს? დავიწყოთ ამ ქალბატონის აზრით ანტი ირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ასე ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის? მე არ ვიცი ვის რას შეახსენებს ამერიკა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად შეახსენებს ასეთებს თავის საქციელს“, - წერს შარმანაშვილი.
1772714445
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...
1772712704
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლ...
1772712576
საზოგადოებანინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზი...
1772712355
მსოფლიოკაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა. თუმცა...
1772709639
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დაესხა. მი...






























