„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ლიფტის შახტში ხანძარი იყო

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, ლიფტის შახტში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება, ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა, რომ ოფისში, ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ხანძარს ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გადაურჩა.

„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, - აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772484307

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება არსებითად შემცირდეს

„ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდე...

მიხეილ სარჯველაძე

1772483593

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო...

მთავრობის ადმინისტრაცია

1772483101

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ომანის ყურეში 11 ირანული გემი ჩაძირა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ომანის ყურეში 11 ირანული გემი ჩაძირა, რის შედეგადაც ირანს ტერიტორიაზე გემები აღარ დარჩა. „ორი დღის წინ ირანის რეჟიმს ომანის ყურეში 11 გემი ჰყავდა, დღეს კი არცე...

ომანის ყურეში 11 ირანული გემი ჩაძირა

1772481764

ახალი ამბები

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს 8 მა...

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

1772481678

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში

ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში, - განაცხადა შს მინისტრმა, გე...

გეკა გელაძე