ლევან მაჭავარიანი: 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას, ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება, ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამას არ გადავხედავთ
„ჩვენ ვართ პროქართველები და პირველ რიგში, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დღის „ქრონიკაში“ საუბრისას.
მისივე თქმით, გარე ძალებს მართული ხელისუფლება სურთ. კერძოდ, ომის პირობებში მათ სურთ მართული ხელისუფლება, რომ გამოიყენონ მეორე ფრონტის გასახსნელად, „ქართული ოცნება“ კი მათ ამაში არ ადგებათ.
„რა თქმა უნდა, ჩვენი კურსი არის დასავლეთისკენ, ვინაიდან ევროკავშირის შემთხვევაში რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ამაზე უკეთესი ჯერ არავის არაფერი გამოუგონია. პარალელურად, ჩვენ დრო რომ არ დავკარგოთ, ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - მივყვებით, 60%-მდეა შესრულებული და 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნას. ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებულია შემდგომი გაფართოება. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ამას არ გადავხედავთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების დამოკიდებულება არ არის ევროპელი ხალხის განწყობა საქართველოს მიმართ.
„ეს არის კონკრეტულად ამ მმართველი კლასის განწყობა. შეიცვლება ეს მმართველი კლასი და დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა. ან, ეს მმართველი კლასი ჩამოყალიბდება, რომ მიუხედავად მათი მცდელობებისა, აქ ვერც რევოლუციას მოახდენენ და ვერც არჩევნებით ჩაგვანაცვლებენ. უნდა შეეგუონ, რომ ის გაიდლაინები, რაც გაწერილი აქვთ 20-30 წელი და რომელიც მუშაობს რეგიონის სხვა ქვეყნებში, საქართველოზე არ მუშაობს, რადგან ჩვენ სხვაგვარი ხალხი ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1777132059
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბლაჟევიჩზე: ძალიან კარგია, რომ სუსი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია და ახლო მომავალში შედეგებს გაგვაცნობენ
„ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ“, - განაცხადა გადაცემაში „დღი...
1777130932
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები იდეალური ნაბიჯია. „რამხელა პოლიტიკური რესუ...
1777130071
ახალი ამბებიდაკავებულია სუსის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება ბრალი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმე...
1777127114
ახალი ამბებიაუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ქრონიკას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.
1777124932
ახალი ამბებიპროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...































