დედა ემილიანე: მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას

დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ორი დღის წინ დაკრძალეს, შეერთებული შტატებიდან ჩამოსული საეკლესიო დელეგაცია ეწვია.

„მერილენდის წმინდა სიდონიას მონასტრიდან ჩამოვედი დიდი მადლიერებით, რომ უკანასკნელად თაყვანი ვცე მის უწმინდესობას. 2012 წლის 25 სექტემბერს მისმა უწმინდესობამ დამლოცა, რომ მე ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი მონასტრის დამფუძნებელი აბატისა. შემდეგ კი მთხოვა, რომ ტელევიზიას გავსაუბრებოდი. ახლაც იმავეს ვიტყვი, რაც მაშინ ვთქვი. ყველაზე მეტად ის გვსურს, რომ ქართული ეკლესიის სიწმინდე მთელი მსოფლიოსთვის - ამერიკელებისა და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ეს კი შესაძლებელი გახდა მისი უწმინდესობის დამსახურებით. ამ უდიდესი ტკივილის ჟამს ასევე უნდა გვქონდეს სიხარული და რწმენაც, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია და უფრო ხელმისაწვდომია, იგი ახლა შეუჩერებელია“, - განაცხადა მერილენდის შტატის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის დამფუძნებელმა დედა ემილიანემ.

სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:00 საათიდან 22:00-მდე საათამდე შეეძლებათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774376730

ახალი ამბები

შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს

„საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი - უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრი...

ვატო შაქარიშვილი

1774375194

მსოფლიო

რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს - UNIAN

„რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი ალექსეი გეტმანი. როგორც გეტმანმა აღნიშნა, თუკი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტი გა...

ბელარუსში დრონები

1774373136

ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სამიტს უხელმძღვანელებს - Politico

დიდი ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტის განბლოკვით დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ Politico ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. სამიტი, სავა...

განბლოკვის სამიტი

1774371900

ახალი ამბები

თამარ ბაგრატიონი: დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თამარ ბაგრატიო...

თამარ ბაგრატიონი

1774371849

ახალი ამბები

პარაძიუდო - საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნე...

 საბა ბაღდავაძე