შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს
„საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი - უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს გაბრწყინებაში გადაზრდილი მწუხარებით გაერთიანებულმა ერმა გაამწარა ოპოზიცია და ამის გამო ისინი რამდენიმე დღეა უკვე ბოღმას ანთხევენ, ამავე დროს კი მათ ახალი მიზანიც დაისახეს პატრიარქის სიცოცხლეშივე გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით.
„საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი - უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა. ყველაფერი რაც ამ ერთობის მიღმა დარჩა(ცხადია ფიზიკურ დასწრება არ დასწრებას არ ვგულისხმობ) არის პათოლოგია. ეს ვერც მისი უწმინდესობის, ვერც ქართველი ერის და ვერც გასული დღეების ბრწყინვალებას დააკლებს რაიმეს. ყველა ორგანიზმშია ალბათ რაღაც ასეთი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უდიდესი ნაწილი არის ჯანმრთელი და ერთიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პათოლოგია ვერ გამრავლდება.
მიტევების ისეთი საოცარი მაგალითები მოგვცა მისმა უწმინდესობამ, რომ მზად ვიყავით აქამდე რაც ყოფილა მიგვეტევებინა თუ ახლა მაინც დავინახავდით გულწრფელ განცდას, მდოგვის მარცვლისოდენა სინანულს მაინც, მაგრამ არა… მართლმადიდებლობის, ქართველი ერის, ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ და გლოვამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მთელი დღეა ბოღმას ანთხევენ. მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს და ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და სიცოცხლეშივე მისი ძალიან ღრმად ნაფიქრი და გააზრებული არჩევანი. ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო პირი, ვინც ბინძურ ხელსა და ენას არ გააჩერებს, ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც აქამდე ჯერ არავისთვის გაუცია ქართველ ხალხს!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
1774371849
ახალი ამბებიპარაძიუდო - საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნე...
1774369708
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმ...
1774367493
ახალი ამბებითამარ მემანიშვილი - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „შუადღე“ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და რეგისტრაციის ვადებზე ისაუბრა. თამარ მემანიშ...
1774365851
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე - ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მ...
1774362431
ახალი ამბებიმამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული
ამ დღეების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, წმინდა ეკლესიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება, უდიდესი შეგნება და უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი და ეს არის საყოველთაო სახალ...






























