ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიაზე: მათი გარე პატრონებისთვის ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია
„მათი გარე პატრონებისთვის ეს რა თქმა უნდა კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გარე აქტორებს დღემდე არ წარმოუდგენიათ სია, ვის მოიაზრებენ პოლიტპატიმრებად.
„როდესაც ეს გარე აქტორები საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და ჩვენ ვითხოვთ, რომ სია გადმოგვცენ ვის მოიაზრებენ ისინი პოლიტპატიმრებად, რა თქმა უნდა თავს იკავებენ, რადგან იმ სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისზეც ძალიან მაღალი მტკიცებულების სტანდარტი არის, პირდაპირ ვიდეო მასალა, თუ როგორ არღვევდნენ კანონს, შესაბამისად ეს არის მხოლოდ სპეკულაცია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
1774373136
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სამიტს უხელმძღვანელებს - Politico
დიდი ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტის განბლოკვით დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ Politico ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. სამიტი, სავა...
1774371900
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი: დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თამარ ბაგრატიო...
1774371849
ახალი ამბებიპარაძიუდო - საბა ბაღდავაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნე...
1774369708
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმ...
1774367493
ახალი ამბებითამარ მემანიშვილი - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „შუადღე“ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და რეგისტრაციის ვადებზე ისაუბრა. თამარ მემანიშ...































