დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სამიტს უხელმძღვანელებს - Politico
დიდი ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტის განბლოკვით დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ Politico ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
სამიტი, სავარაუდოდ, ლონდონში ან პორტსმუტში გაიმართება, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, სადაც სამეფო საზღვაო ძალები არიან ბაზირებულნი.
მანამდე, 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ „შესაბამის ზომებს“ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების დასაცავად. ამ მარშრუტით გავლა საფრთხის ქვეშაა შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასაშუალებასთან კონფიდენციალურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლონდონს სურს შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია, რათა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მარშრუტი გაიხსნას.
შეგახსენებთ, 22 მარტს თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანით დაემუქრა.
1774369708
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმ...
1774367493
ახალი ამბებითამარ მემანიშვილი - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „შუადღე“ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და რეგისტრაციის ვადებზე ისაუბრა. თამარ მემანიშ...
1774365851
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე - ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მ...
1774362431
ახალი ამბებიმამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული
ამ დღეების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, წმინდა ეკლესიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება, უდიდესი შეგნება და უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი და ეს არის საყოველთაო სახალ...
1774362145
ახალი ამბებინინო წილოსანი: ამ დღეებმა ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი
ამ დღეებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ისტორიულად და ახლაც, დგას ჩვენი დედა ეკლესიის იდეოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელმაც განსაზღვრა როგორც ჩვენი ერის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს შინაარსი, - განაცხადა გ...































