დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია.
მისივე განმარტებით, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო, პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, იმ პროექტითაც არ იყო გათვალისწინებული და მის მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო.
„ზოგადად, საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე, თუ არ არის გადმოცემული მიწა, თუ არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ირკვევა, ეს შენობა-ნაგებობა, რომელიც დაინგრა, იმ არდამტკიცებულ პროექტშიც არ შედიოდა. არც საპატრიარქოში შესული პროექტი არ იქნა დამტკიცებული, რადგან მიწა არ იყო ჩვენი, ანუ რაიმე მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ მანდ რაღაც შენობა იყო. აქამდე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, რაიმე ნაგებობის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყო საპატრიარქოსთან“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია, არის სიცრუე. მერის განმარტებით, განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი, მათ შორის, დაუსრულებელი მცირე ზომის ნაგებობის, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენდა.
ამასთან, მერიამ ფოტომასალაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული ნაგებობაა ასახული.
აღნიშნულ საკითხზე დღეს განმარტება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა: „შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე“.
1765514838
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....





























