შსს-მ შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავების ან გარდაცვალების დროს სოციალური გარანტიები, ასევე, ერთჯერადი ფულადი დახმარებებიც
პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება.
„ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, ნაცვლად 15 000 ლარისა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული – 5 00 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებების თანახმად ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც იზრდება. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
ასევე, ცვლილებების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. გარდა ამისა, 1 წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით.
ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება მიეცემა 4 თვით, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე. ხოლო, სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით. ანალოგიური ცვლილებები შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა იგივე გარანტიებით ისარგებლონ მეხანძრე-მაშველებმა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1763187066
ახალი ამბებისაფეხბურთო მატჩის გამო დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველო-ესპანეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ინ...
1763153057
მსოფლიობორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტის შესაძენად, რომელიც უკრაინას მიეწოდება
„გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე გა...
1763152152
საზოგადოებანინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ
მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...
1763149665
მსოფლიომატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს
იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“, რასაც თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო არ დაეთანხმა. ამის შესახებ Reuter...
1763146610
საზოგადოებავილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებ...





























