სუსმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ქ. თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქმე ეხება კომერციული მოსყიდვის, კერძოდ, ქ. თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, შპს „ჰერმესის“ თანამშრომლის მიერ თანხის სანაცვლოდ, საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მუხათგვერდის სასაფლაო ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება, დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რომ თითქოს საფლავის ტერიტორიაზე უკვე დასაფლავებული იყო აღნიშნული პირი და გაკეთდებოდა შესაბამისი წარწერა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარის გადახდა.

2025 წლის 3 და 5 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2100 ლარის ოდენობით.

2025 წლის 14 ნოემბერს სასაფლაოს ზედამხედველმა პირმა ხსენებულ მოქალაქეს გადასცა საფლავის მოწმობა და გამოართვა თანხის დარჩენილი ნაწილი - 2500 ლარი.

გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (კომერციული მოსყიდვა) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763187066

ახალი ამბები

საფეხბურთო მატჩის გამო დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 საქართველო-ესპანეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ინ...

მოძრაობა

1763153057

მსოფლიო

ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტის შესაძენად, რომელიც უკრაინას მიეწოდება

„გერმანია, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გამოყოფს აშშ-ის იარაღის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც უკრაინას მიეწოდება“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პრესკონფერენციაზე გა...

ბორის პისტორიუსი

1763152152

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ

მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...

ნინო წილოსანი

1763149665

მსოფლიო

მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“, რასაც თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო არ დაეთანხმა. ამის შესახებ Reuter...

მატეო სალვინი

1763146610

საზოგადოება

ვილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებ...

ვილი სანიოლი