კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს
კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“.
მანვე განმარტა, რამდენად დამაზიანებელია საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
„მე არაერთხელ მისაუბრია რამდენად დამაზიანებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის, „ფეიკ ნიუსები“ არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი თავის ტკივილი. უამრავი საერთაშორისო კვლევა ჩატარდა ამ თემაზე. სწორედ გუშინ დამისვა ჟურნალისტმა შეკითხვა მსგავსი კვლევის შესახებ და ამ თემაზე ჩემი მოსაზრებაც გავაცანი. გუშინვე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ „ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი „ფეიკ ნიუსი“ შესთავაზა, თითქოს მშენებარე ეკლესია, რომლის მშენებლობაც თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა, დავანგრიეთ. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა, თუმცა მერიის განცხადების გაშუქება „ტვ პირველმა“ არ ჩათვალა მიზანშეწონილად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც დედაქალაქში ტაძრის მშენებლობა იგეგმება, საპატრიარქო ამის შესახებ თბილისის მერიას ყოველთვის აცნობებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია. ახლა წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას. აი, ამ დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას, ჩაუტარდა დემონტაჟი, რადგან როგორც ტერიტორია, ისე მშენებლობა იყო სრულიად უკანონო. ამ ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა შესაბამისად იმოქმედა.
როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო. საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას, თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მომავალშიც მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„ვფიქრობთ, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მედია, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს, არ უნდა ცდილობდეს მათ დეზინფორმირებას და არ უნდა ავრცელებდეს „ფეიკ ნიუსებს“. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს მუდმივ მონიტორინგს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...
1765483408
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ
„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....
1765482422
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით
„ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. მი...





























