„დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება“ - მიხეილ სააკაშვილი

„არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ამბობს, რომ რამდენიმე ბოთლი წვენი,  ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით მართლაც მიიღო.

„30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ“ , - წერს პატიმარი სააკაშვილი.


ის წერს რომ დღეიდან უარს აცხადებს შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებზე, ვიტამინებსა და გლუკოზის აბებზე.

„ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობისჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“ - წერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

იგი ასევე, გამოეხმაურა სხვადასხვა ინფორმაციას, მის ქირურგიულ ოპერაციასთან დაკავშირებით და დააზუსტა, რომ  ბოლო ქირურგიული ჩარევა მის კუჭში  მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.

ამავე თემაზე:

🔵მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს

🔵 რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს, ამის მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792409888

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც. იონ...

 რატი იონათამიშვილი

1792407676

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა...

​ვახტანგ ცინცაძე

1792406950

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში

„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...

გიორგი გაბუნია

1792406108

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...

პროკურატურა

1792402224

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში

„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...

შალვა პაპუაშვილი