დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაუჩერული სერვისით სარგებლობა უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის სამ დაწესებულებაში, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სამედიცინო სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ.
ცვლილების შედეგად, პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი (ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქუთაისი, ტ.ტაბიძის N 23).
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: გლუკომეტრი; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; პროგრამის მოსარგებლეებისa და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; სამედიცინო ცნობისა და რეცეპტის გაცემა.
„ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...
1794039239
ახალი ამბებიბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...
1794038057
ახალი ამბებიალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...































