ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1793997091
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხის...
1793996143
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ
როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის...
1793993307
ახალი ამბებიკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლებ...
1793991794
ახალი ამბებითბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა,...
1793991327
ახალი ამბებიკახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა,...































