ეკატერინე მიქაბაძე - ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
სადისკუსიო თემა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და პერსპექტივები იყო.
„რეფორმები, რომლებიც კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ქვეყანაში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მონაწილეობით განხორციელდა, დაეფუძნა პრინციპს, რომლის თანახმადაც ბაზრის ზრდა და ინვესტორთა დაცვა პარალელური და თანაბრად ღირებული მიზნებია. შესაბამისად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის ინკლუზიურობის ზრდის ჭრილში ფინანსური შუამავლების ჩართულობის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საცალო ინვესტორთა (ფიზიკური პირების) მონაწილეობის გასაზრდელად, განსაკუთრებით იმ სეგმენტებზე, სადაც ისინი დღეს ნაკლებად არიან წარმოდგენილნი - სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საბროკერო კომპანიებისა და კომერციული ბანკების პროაქტიულ ჩართულობას, მათ შორის, მიწოდების არხების გაიოლებასა და ტრანზაქციული დანახარჯების შემცირებას.
ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი კავკასიაში დავიდ ურბანეჯა-ფუერლოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, „ვისოლ ჯგუფის“ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი დანელია და „თეგეტა ჰოლდინგის“ დირექტორი ეკატერინე ქავთარაძე.
კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებელი სტრუქტურები.
1774360573
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა
„გირაო სავალდებულოდ გადასახდელია და ეს ყველას ეხება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვე...
1774359933
ახალი ამბებიალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციას მასპინძლობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც საქართ...
1774358739
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით
„ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დი...
1774358270
ახალი ამბებილეილა კოლომიკოვი: ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე ამაყად გააცილა საქართველოს სიყვარულში დამაშვრალი თავისი პატრიარქი
„ყველამ ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - განაცხადა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ლეილა კოლომიკოვმა და პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველოს მიუსამძ...
1774358128
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე-ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს, ხანდახან 50 კაცის მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას
სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს დღედაღამ ქართველ ხალხზე ფიქრობს? ქუჩაში მილიონ-ნახევარი კაცი იდგა. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხად...





























