დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია კომუნიკაცია, ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც გვაქვს, ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ მხარდაჭერას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.

მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა.

დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

„უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია და ადამიანური კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ დახმარებას, მხარდაჭერას. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მოხდება შეხვედრა, შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. პროგრამა, რომელიც ამოქმედდა, ძალიან კარგია“, - განაცხადა მედიასთან შეხვედრის შესახებ კახა წიქარიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779193928

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. „ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი,...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1779192904

ახალი ამბები

თელავში, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ - არიან დაშავებულები

კახეთში, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....

ააა

1779191003

ახალი ამბები

მანდატური სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე - გვკბენდა ხელზე, მკლავზე, ბეჭზე, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ეს იარა დღემდე მაქვს - იარაღი ჰქონდა ამოღებული, განცდა გამიჩნდა, რომ ჩვენთვის უნდა ესროლა

„გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი“, - ა...

ალეკო ელისაშვილი

1779190475

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით

ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით, – ამის შე...

დავით მათიკაშვილი

1779188375

ახალი ამბები

შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში, ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს, ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის დასრულების შემდ...

პატრიარქი შიო მესამე