მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 7 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 4-ის სიკვდილის მიზეზი თანამდევი დაავადებები გახდა.

2026 წლის 18 მაისის მდგომარეობით, თავშესაფარში იმყოფება 44 ძაღლი. ისინი მოთავსებული არიან შესაბამისი პირობების მქონე იზოლირებულ ვოლიერებში, უზრუნველყოფილი არიან სასმელი წყლით და საკვებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებს ოფიციალურად გამოუჩნდება მზრუნველობის ქვეშ აყვანის (მფლობელობა, მიკედლება) მსურველი, ცხოველის მფლობელის/მიმკედლებლის პასუხისმგებლობით მასზე წესდება 6-თვიანი ზედამხედველობა. აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცხოველთა მოყვარულებთან, რათა საკითხი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული წესების დაცვით გადაწყდეს.

თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების აყვანის მსურველებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ მუნიციპალურ თავშესაფარს ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ძაღლების აყვანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც ითვალისწინებს: ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას 6 თვის განმავლობაში (დაავადების ინკუბაციური პერიოდი). აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო განახორციელებს ძაღლების რეგულარულ და მკაცრ კონტროლს. დადგენილებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ცხოველებზე ზედამხედველობა წყდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779190475

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით

ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილი გამოძახილია იმ მოვლენების, რასაც ევროკავშირიდან ვხედავთ, წერილზე პასუხი იქნებოდა უსამართლო პოლიტიკის დასრულება საქართველოსთან მიმართებით, – ამის შე...

დავით მათიკაშვილი

1779188375

ახალი ამბები

შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში, ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს, ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის დასრულების შემდ...

პატრიარქი შიო მესამე

1779187702

ახალი ამბები

სუს-ი: უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პანკისის ხეობის სოფლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარ...

სუსისუსი

1779186413

ახალი ამბები

ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1779185971

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დ...

ირაკლი კობახიძე