გურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობის საკითხს ეხება.
„8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში. აქ საქართველომ უნდა იგლოვოს ის ჯარისკაცები და ასევე გავიხსენოთ მათი გმირობა, ეს ხალხი ჩავა და იქ ლგბტ დროშებს აფრიალებს და იტყვის, რომ კაცების ქორწინება უნდა დაკანონდეს საქართველოში. აი, ესაა ახლა ასარჩევი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„თბილისი პრაიდმა“ ინფორმაცია გაავრცელა: „წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა“.
1784294939
ახალი ამბებისგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების...
1784294093
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი...
1784293767
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784292857
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...
1784292533
ახალი ამბებიუკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმ...






























