ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794862020
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართული არ არის
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართუ...
1794860844
ახალი ამბებისაბა ლაზიშვილი ორგანიზაცია RAF-ში მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს
ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი RAF-ის (Real American Freestyle) ეგიდით მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა. ლაზიშვილის მეტოქე U...
1794860157
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ჩაძირავენ ნარკოტიკში
„ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე“, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთელობის და...
1794858408
ახალი ამბებიპროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისთვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და განმცხადებელი მხოლოდ პირადი მოსაზრებით არ აღიქვამდეს მას ასეთად
საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს. როგორც უწყება მორიგ განცხადებაში განმარტავს, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცი...
1794854876
ახალი ამბებისოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდ...































