ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართული არ არის
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართული არ არის.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატების“ ეთერში განმარტა, ევროკავშირს გლობალური ეკონომიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში საბოლოოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჯერ არ აქვს და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს აყენებს წინ.
„ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ. ეს არის ამოსავალი წერტილი და ამ პოზიციას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ.
დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაშია შესული. მაგალითად, ხვალ სატრანზიტო და დაკავშირებადობის საკითხებზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და საქართველო არ მიიწვიეს. ეს გვიჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა იქნეს ათვისებული და გამოყენებული შუა დერეფანი.
ვიწრო პოლიტიკური ინტერესი უფრო წინ მოდის, ვიდრე ის გლობალური ხედვა, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ. თითქოს სამეზობლოშიც ცუდი ურთიერთობის ტონის დამკვიდრება სურთ - სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრები მიწვეულნი არიან, შენ კი, რომელიც დაკავშირებადობის კუთხით ძირითადი კომპონენტი ხარ, გეუბნებიან, რომ ელჩის დონეზე თუ მოხვალ, სადმე დერეფანში დაგსვამთო. ამ ვითარებაში ჩვენ ამ პოლიტიკის განვითარება უნდა გავაგრძელოთ.
გასათვალისწინებელია ერთი რამ: 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, რომელმაც კასპიის გარშემო არსებული რესურსების ტრანსპორტირების დიდი პროექტი უზრუნველყო და ეს რესურსები დასავლეთში მოხვდა. ეს საქართველოს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა, რუსეთისგან იყო უდიდესი წნეხი, ზეწოლა და მთელი რიგი გართულებები, რაც სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ საქართველომ ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზისთვის ევროპის მიმართულებით ალტერნატივა გააჩინა.
ახლა ეს ისტორია თითქოს დაივიწყეს და სურთ, რომ ეს დიდი გლობალური ინტერესები შესწირონ მოკლევადიან, წარუმატებელ პოლიტიკურ თემებს, მათი მხრიდან არჩევნებში ჩარევისა და გადატრიალების ხაზს.
ვფიქრობ, ეს პოლიტიკური პროცესები დროებითია, გლობალური ეკონომიკის საჭიროებები და დაკავშირებადობა კი - კაპიტალის, შრომითი რესურსისა და ტვირთების მოძრაობა, ეს ის საკითხებია,რომელიც მუდმივად იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობა განვითარების კოლაფსისა და ყველა ტექნოლოგიური თუ სხვა მიღწევის ჩამოშლის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1794852508
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ი...
1794849061
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები - იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა
„სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს, საკუ...
1794848462
მსოფლიოდონალდ ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ეგვიპტის ქმედებებს იწონებს და პარიზში არსებული ქსელების სანქცირებას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ეგვიპტის ქმედებებს იწონებს და პარიზში არსებული ქსელების სანქცირებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეგვიპ...
1794846446
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ბრიუსელმა რით ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? პირველი ნაბიჯი ბრიუსელმა უნდა გადადგას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას
„რანაირად ხდება, რომ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება აქვს? – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი საფრანგეთში მკვლელია და მას მკვლელობის მცდელობით ასამართლებენ, ხოლო საქართველოში თ...
1794845187
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა....































