პროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისთვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და განმცხადებელი მხოლოდ პირადი მოსაზრებით არ აღიქვამდეს მას ასეთად

საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს.

როგორც უწყება მორიგ განცხადებაში განმარტავს, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი.

„ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია.

აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შორის მასმედიაში გამოქვეყნებული.

ამავდროულად, გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი. თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდოვანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა.

მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და ბუნდოვანი. რაც მთავარია, იგი არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დეტალების დაზუსტების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამავდროულად, საგამოძიებო დანაყოფის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც აღინიშნა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794845187

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა....

მაკა ბოჭორიშვილი

1794843537

ახალი ამბები

პროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატიდან, 202...

პროკურატურა

1794843191

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე: როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში

„როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სა...

ალუდა ღუდუშაური

1794841899

ახალი ამბები

მუჰამად მოკაევის ახალი განცხადება - რა დეტალები ხდება ცნობილი საბა ლაზიშვილის მომავალ მეტოქეზე

სპორტსმენი მუჰამად მოკაევი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ დეკემბერში დუბაიში ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილთან საჭიდაო ორთაბრძოლა შესთავაზეს და ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნა...

საბა ლაზიშვილი

1794841017

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ოპოზიციონერები პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან ვისმენთ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ და საზოგადოებას თვალებში ნაც...

ლევან მახაშვილი