ირაკლი ქადაგიშვილი: სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამ თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან.

„ქართულ ოცნებაში“ სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს.

მათივე შეფასებით, გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სლოვენია იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, რომლებიც უცხოური გავლენების შესამცირებლად და სუვერენული ინტერესების დასაცავად შესაბამის მექანიზმებს ქმნიან.

„სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად მსოფლიო წესრიგი მორყეულია, მოშლილი არის, როდესაც ინტერესები, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ კოლიზიაში მოდის ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცა გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც და ჩვენც სწორედ ამ მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობა და არ ყოფილიყო უცხო ფულის კანონგარეშე [შემოსვლა], უკანონო ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794854876

ახალი ამბები

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდ...

სოსო არჩვაძე:

1794852570

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული

„საქართველოს პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჩვენ ევროინტეგრაციას არ ვუყურებთ როგორც ინსტრუმენტს სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, შესაბამის...

მაკა ბოჭორიშვილი

1794852508

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794849061

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები - იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა

„სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს, საკუ...

დავით ჩიხელიძე

1794848462

მსოფლიო

დონალდ ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ეგვიპტის ქმედებებს იწონებს და პარიზში არსებული ქსელების სანქცირებას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ეგვიპტის ქმედებებს იწონებს და პარიზში არსებული ქსელების სანქცირებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეგვიპ...

დონალდ ტრამპი