კახა კალაძე - ამაღამ დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან, გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელში, „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.
„ამაღამ უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.
„თქვენი დავალების შესაბამისად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე, ყველა რაიონული გამგეობა. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს ყველა მიმართულებით და სადაც, პირობითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება იქნება, ოპერატიულ რეჟიმში მოვაგვარებთ. გარდა ამისა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სამსახურთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია, თუ სად იქნება შეფერხება და პრობლემები. ნებისმიერი სახის გამოწვევას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივხედავთ და ვეცდებით, რომ პრობლემა არსად გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, სპეცტექნიკა მზადაა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.
„ტექნიკურად სრული მზადყოფნაა და მობილიზაციაა ყველგან, სადაც მარილმყრელი ბაზებია განთავსებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მძიმე ტექნიკა და ტექნიკური მარილი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის ნალექს გავუმკლავდეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული თანამშრომელია ჩართული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თუ სადმე ნალექი იქნება, გზები მოიყინა ან რაიმე სხვა სახის პრობლემა შეიქმნა, ოპერატიულად განვახორციელოთ შემოვლა მსუბუქი ავტომანქანებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
1772114365
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, საქართველოში თავისუფალი მედია დაასანქციროს, ცენზურის, სიტყვისა და გამოხატვის აკრ...
1772113795
საქართველოEBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა
EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან...
1772113406
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს
ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს. „ამ ქვეყანაში...
1772113018
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები...
1772111639
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა...





























