ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მამუკა მდინარაძეს რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მის თქმით, სუსის დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში.

„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით - ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის, ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს, ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა.

თქვენ, ძალიან მაგრად გაწუხებთ შემდეგი ფაქტი - მთლიანად ოპოზიციას ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან  ერთის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორეს მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. ხომ დამეთანხმებით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილი არის ამაში.

თქვენ პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და ამბობთ პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს. და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და პოპულიზმი“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777371459

ახალი ამბები

მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...

მეუფე ანტონი პატრიარქობი

1777370897

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას

ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...

ლევან მახაშვილი

1777370847

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას

ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების...

არჩილ ბერიძე

1777370507

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის საფუძველი

ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთა...

არჩილ ბერიძე

1777370026

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით მიაყენონ ჩრდილი

ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების...

ირაკლი კირცხალია