ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ კვლევით მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება.
ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონის დაცვის კუთხით ჩავარდნები ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რა რეაგირება აქვს ამ ხარვეზებზე სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ევროპული კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩაატარა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის გერმანული, აკადემიური და მაღალპროფესიული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 50 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ის დაკავებულია ევროკავშირის საგარეო და გაფართოების საკითხების კვლევით. სწორედ ამ ინსტიტუტმა შეისწავლა კანონის უზენაესობის მდგრადობის საკითხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. საქართველომ ამ კვლევით მიიღო კანონის უზენაესობის მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი შეფასება. საქართველო და მონტენეგრო იყო მოწინავე ქვეყნების რიცხვში, სხვა ქვეყნები ამ ჯგუფში არ ყოფილან. კანონის უზენაესობის მდგრადობა კი ნიშნავს იმას, რომ კანონები, რეგულაციები მდგრადად, განგრძობითად, კარგად და ეფექტიანად სრულდება. ფაქტობრივად, ჩვენ რასაც ვუყურებთ - კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია. რა თქმა უნდა, მცირე ჩავარდნები, ექსცესები შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ სცემს ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხს. ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კი, ასეთ ჩავარდნებზე, შესაბამისი რეაგირება აქვს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1779717276
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 26 მ...
1779716449
ახალი ამბებივოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თ...
1779715677
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პრ...
1779714366
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1779713883
ახალი ამბებისახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასპინძლობს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და...































