ეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ირანელი ტერორისტები საქართველოში ცენტრებს ხსნიან.
„ისინი [რადიკალები] ცდილობენ, ურთიერთობების აღდგენის პოზიტიურ დინამიკას დაუპირისპირონ ეჭვების ახალი ტალღა,“ - აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება და შიდა არეულობის პროვოცირებაა. ეკა სეფაშვილმა განმარტა, რომ ანალოგიური პროცესები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდშიც მიმდინარეობდა, როდესაც საქართველოს „სანქციების გვერდის ავლის შავ ხვრელად“ მოიხსენიებდნენ.
„რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს იმ ფონზე, როცა თვალნათლივ იკვეთება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური ტენდენციები. სწორედ ამ ფონზე ცდილობენ ნეგატიური დინამიკის შექმნას, რათა, ერთი მხრივ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და, მეორე მხრივ, ამ პოზიტიურ დინამიკას დაუპირისპირონ ეჭვების ახალი ტალღა. შეგახსენებთ, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ საქართველო იყო ე.წ. შავი ხვრელი საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. იმდენჯერ იმეორებდნენ, რომ საქართველო „შავი ხვრელია“, რომ ამის გამო დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები პირადად ჩამოვიდნენ, რათა ენახათ, რას აკეთებდა საქართველო და მართლაც არიდებდა თუ არა თავს სანქციებს. დასკვნა კი ისეთი დადგა, როგორსაც ველოდით - მათ არათუ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი „შავი ხვრელი“, არამედ პირიქით, საქართველოს მადლობა გადაუხადეს სანქციების დაცვისთვის, ქვეყანა ამ მიმართულებით მაგალითად დაასახელეს და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდეს, გაეთვალისწინებინათ საქართველოს გამოცდილება და ის ღონისძიებები, რასაც საქართველო ატარებდა. დღესაც იგივე მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი („ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე) - ეჭვების, ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის შექმნას, რათა ვინმემ იფიქროს, რომ „შეიძლება მართლა რაღაც ხდება“ და დამატებითი გამოკვლევის ჩატარება გახდეს საჭირო. სანამ ეს დამატებითი კვლევა ჩატარდება და ეჭვების ბურუსი გაიფანტება, ამ პერიოდში შესაძლოა შეფერხდეს ურთიერთობების განვითარება ან, უარეს შემთხვევაში, გაღრმავდეს აგრესია და კონფლიქტის კერა შეიქმნას. სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ რადიკალები და ეს არის მათი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება ამ „კვლევას“, ამას კვლევასაც ვერ დავარქმევ, რადგან, როგორც წავიკითხე, ის არ ეფუძნება რეალური ინფორმაციის შესწავლას. არც კი ვიცი, რა დავარქვა, ამ ტექსტში ვკითხულობთ: „იმან ეს თქვა“, „ვილსონმა ასე განაცხადა“ - და მთლიანად ეყრდნობიან იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც თავადაც არანაირ არგუმენტებს არ ფლობენ და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ეს ადამიანები საქართველოს მიმართ მტრული ან მერკანტილური დამოკიდებულებებით გამოირჩევიან, რაც ამ მასალის სერიოზულობას ნაკლებად დამაჯერებელს ხდის. თუმცა აშკარაა, რომ საქმე გვაქვს კარგად კოორდინირებულ, გლობალურ დონეზე დაგეგმილ დეზინფორმაციასთან საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1779714366
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1779713883
ახალი ამბებისახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მასპინძლობს 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და...
1779713186
ახალი ამბებიპარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა. კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, 2027 - 2029 წლებისთვ...
1779711161
ახალი ამბები„ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალე...
1779709297
ახალი ამბებილანა მორგოშია: წელს განსხვავებული არის 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე იმით, რომ მასთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, შესაბამისად, კიდევ უფრო დატვირთული და ამაღელვებელია ეს დღე ჩვენთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. ლანამ მორგოშიამ განაცხადა, რ...































