კულტურის მინისტრი ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ხვალ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ფიცს დადებენ ჩვენი წვევამდელები. ჩატარდება აღლუმი. დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობს ყველა სამინისტრო. კულტურული ღონისძიებები მთელ საქართველოში გაიმართება. მინდა, აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად წარვადგენთ ღვინოსა და ხორბალს. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხეები; გამოტანილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი - ქართველი მეწარმეების ნახელავი.
ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხვალ დიდი სახალხო ზეიმი ღირსეულად ჩავატაროთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება. 20:00 საათზე ათონელის ქუჩაზე ჩატარდება გალაკონცერტი.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება სლოგანით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“.
1779718987
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...
1779718582
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადა...
1779717276
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 26 მ...
1779716449
ახალი ამბებივოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თ...
1779715677
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პრ...































