ირაკლი კირცხალია: გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
„გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე საქართველოს არ მიეღო ის ბენეფიტები, რომლებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, იქნებოდა ეს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი, თუ ასე შემდეგ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, „კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს“.
„ალბათ, ეს არის მისი დავალება და მისი როლი ამ დიდ ჯგუფში. ასევე, არ დაგვავიწყდეს ცრუ სტატიები, სადაც ის ერთგვარი თანაავტორი იყო ამ ყველაფრის. არ დაგვავიწყდეს ასევე ის ფაქტი – მგონი, ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ბილიკების გასაკვალად გრანტი გამოუყო. უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. ალბათ, შემორჩენილია ამ გრანტის თანხიდანაც, ალბათ, ერთ-ერთი ფარული პუნქტი იყო ასეთ მოღალატეობრივ ანგარიშებსა და სტატიებზე მუშაობა. ის აგრძელებს, თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, აგრძელებს თავის დავალებას და პირნათლად ასრულებს, როგორ გამოსდის, თუ რეალურად როგორი კონტრპროდუქტიულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათი თითოეული ასეთი ქმედება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი. ჩვენ, პირველ რიგში, გვადარდებს ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ნაკლებად გვადარდებს - უბრალოდ სახელი და გვარები ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით მოქმედებს. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელიც გარეთ კორიდორ-კორიდორ დარბის, სრული აბსურდის მონახაზებს აკეთებს და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით ამას ავრცელებს. ღალატის კიდე ერთი მაგალითი ვნახეთ კოლექტიური „ნაცის“ მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1779718987
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...
1779718582
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადა...
1779717276
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 26 მ...
1779716449
ახალი ამბებივოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თ...
1779715677
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პრ...































