წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა

„ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ზუსტად ამ დიქტატორული მეთოდებით, ცენზურით, იმ ჩვეული გზებით და ინსტრუმენტებით ისინი ცდილობენ, რომ გარედან დააზიანონ საქართველოს შიდა პროცესები.

„ბრიტანეთის ბიუროკრატების მხრიდან უდიდეს უსამართლობას ჰქონდა ადგილი ქართული მედია საშუალებების დასანქცირებისთვის. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ცენზურაში და სიტყვის თავისუფლების ჩარევაში არ გავიდეს, ყველაზე კომფორტული გზა არის, რომ ეს მედია, ადამიანი თუ პოლიტიკოსი მიაწერონ პრორუსულ პროპაგანდას, ამიტომ რუსულით დაბრენდვა ვიცით, რომ წითელი ხაზია, მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება და ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც მედია საშუალებების დასანქცირებასთან დაკავშირებით არის, ამ რეზოლუციაშიც თავისთავად არის ეს ხაზი გავრცელებული, რადგან თუ არ ჩაახშეს აქ თავისუფალი სიტყვა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ალტერნატიული მოცემულობა დავანახოთ საზოგადოებას და მათი ინტერესი არის, რომ მხოლოდ დარჩეს მათი პარტიული და მათი ინტერესების მღაღადებელი რუპორი, როგორიც არის „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და სხვა, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში გაიხსნა და ეს იყოს ერთადერთი საინფორმაციო წყარო და სხვა ალტერნატიული არაფერი არსებობდეს.

როდესაც ერთის მხრივ არსებობს „იმედი“, „პოს ტივი“, „რუსთავი 2“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ა.შ. და არსებობს პირდაპირ პარტიული ტელევიზიები „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი“ და ამ ქვეყანაში მაყურებელს შეუძლია ყველა ამ ტელევიზიას თავისუფლად უყუროს. მაყურებელს შეუძლია, რომ გადაწყვიტოს რომელია სწორი და საკუთარი დასკვნა გამოიტანოს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, ერთადერთი მიზანი ამ მედია საშუალებების დასანქცირების არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.

„აშშ-ის სენატში ახლაც იხილება საკითხი, თუ როგორ მძლავრობს ევროპაში ცენზურა. ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ რას სჩადიან ისინი, როდესაც მათ სურთ, რომ თავისი ინტერესი გაიტანონ, როგორ უხეშ ცენზურას ახორციელებენ, როგორ ერევიან სიტყვის თავისუფლებაში, როგორ არიან იქ ადამიანები დაპატიმრებული იმ კომენტარებისთვის სოციალურ ქსელებში, რომელიც გერმანიის თუ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსების მიმართ იყო გაკეთებული და უფრო ნაკლებ ფაქტორებზე როგორ ებრძვიან „ქართულ ოცნებას“, რომ თურმე პოლიციელს რომ თავს დაესხმება ჟურნალისტი და ამ ჟურნალისტს, რომ შესაბამისი ბრალის წაყენება და შემდგომ დანაშაულისთვის დასჯა მოუწევს, როგორ არის პოლიტპატიმრობა და ჟურნალისტის გაჩუმება ციხეში გამოკეტვით“, - განმარტა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778076135

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ გაზეთ „Financial Times“-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც...

ეკატერინე გუნცაძ

1778075840

ახალი ამბები

მეუფე შიო: წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ... სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

„წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ... სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვ...

მეუფე შიო

1778075426

ახალი ამბები

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათამდე სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (...

ერთიან ეროვნულ

1778074779

საზოგადოება

პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება

მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუსის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთ...

შალვა პაპუაშვილი

1778074668

საზოგადოება

პაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ

ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ე...

შალვა პაპუაშვილი