პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებლის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის განცხადებით, გასულ წელსაც, მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდი იყო. 2025 წელს სამსახურს 3 015-მა მომხმარებელმა მიმართა საჩივრით და მათი უმეტესი ნაწილი - 2 864 საჩივარი, სამსახურის ჩარევის შედეგად, დაკმაყოფილებულია. საჩივრების უმრავლესობა შეეხებოდა: ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვას ან შეწყვეტას, ასევე უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, სამსახურმა 672 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც: ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია იყო 19, ინდივიდუალური ხასიათის - 460, ხოლო 193 რეკომენდაცია იყო მონიტორინგის ფარგლებში გაცემული.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა: 2025 წელს სამსახურის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, სამსახურის მიერ ელექტრონულ რესურსზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე და სხვა საკითხებზე.
1790080987
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპ...
1790080569
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრ...
1790078959
ახალი ამბებირატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს
ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს! 25 წლის მოთამაშესა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს შორის 2-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა...
1790076925
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება
„ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილ...
1790075435
ახალი ამბებიპროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ვახტ...




























